ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ბოლო დროს დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რამდენჯერმე დააყენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექციის ერთი ნაწილის, მათ შორის უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი.
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) დაარსების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში – სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ სიძველეთსაცავში თავმოყრა, შესაბამისი დაცვის პირობების შექმნა და მათი სამეცნიერო კვლევა.
 
სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები შეივსო არა მარტო ქართულ, არამედ ბერძნულ, სომხურ, სლავურ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, სხვა აღმოსავლურ თუ ევროპულ, და მათ შორის, ებრაულ ენებზე შესრულებული მდიდარი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ხელნაწერი ნიმუშებით. 
 
ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები, რის საფუძველზეც ცენტრს დამსახურებულად აქვს მოპოვებული საერთაშორისო აღიარება. ამავე დროს ცენტრში სისტემატურად ხორციელდება საგამოფენო, საგანმანათლებლო, სარესტავრაციო, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი პროექტები, რომელთა მიზანია სხვადასხვაენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა და პოპულარიზაცია.
 
ნებისმიერი ექსპონატის, მით უფრო – მსოფლიო მნიშვნელობის ლაილაშის ბიბლიის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან სხვა დაწესებულებისათვის გადაცემა ქმნის სახიფათო პრეცენდენტს, მთლიანად არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შექმნისა და საქმიანობის მთავარ პრინციპს, ეწინააღმდეგება კოლექციათა მთლიანობის იდეას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამუზეუმო პრაქტიკაში დამკვიდრებულ კოლექციათა განუყოფლობის პრინციპს. კოლექციათა ერთიანობის რღვევის ტენდენცია მომავალში დიდი პრობლემა გახდება ზოგადად ქართული სამუზეუმო სივრცისათვის.
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმედს ვიტოვებთ, რომ არ შეექმნება საფრთხე ცენტრის უნიკალური კოლექციის ერთიანობას.
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები:
  1. ბუბა კუდავა
  2. ზაზა ალექსიძე
  3. მიხეილ ქავთარია
  4. ელენე ცაგარეიშვილი
  5. ელენე მაჭავარიანი
  6. ლამარა ქაჯაია
  7. ნათია აბაშიძე
  8. მაია კარანაძე
  9. მანანა კვაჭაძე
  10. მზია სურგულაძე
  11. ლია სამყურაშვილი
  12. ლია კიკნაძე
  13. ლამარა ჟღამაია/გრიგოლია
  14. ნანა კოპალეიშვილი
  15. თამარ აბულაძე
  16. ლელა შათირიშვილი
  17. ნესტან ჩხიკვაძე
  18. ლია ახობაძე
  19. ზურაბ ღავთაძე
  20. მაია რაფავა
  21. ნათია ხუცურაული
  22. ია გაჩეჩილაძე
  23. ნინო მელიქიშვილი
  24. ვასილ თარგამაძე
  25. ნანა ჩიკვატია
  26. ნანული თარგამაძე
  27. ეთერ ქავთარაძე
  28. ელენე ჩაგელიშვილი
  29. თამარ იმნაძე
  30. დარეჯან კლდიაშვილი
  31. თამარ ოთხმეზური
  32. შალვა გლოველი
  33. ირინა გოგონაია
  34. თემო ჯოჯუა
  35. მარინე ილურიძე
  36. ნიკოლოზ ჯღენტი
  37. თორნიკე დათიაშვილი
  38. მარიამ ხუტუნიშვილი
  39. დიმიტრი გურგენიძე
  40. ზურაბ სამარღანიშვილი
  41. თამარ კაკუბავა
  42. თამარ კიკვაძე
  43. შალვა დედაბრიშვილი
  44. ზვიად ნადარეიშვილი
  45. თამაზ გოგოლაძე
  46. ირაკლი გელაშვილი
  47. თამარ ჟღენტი
  48. მანანა მეზვრიშვილი
  49. ირმა ბერიძე
  50. თამარ მჭედლიძე
  51. ლუდმილა მარიდაშვილი
  52. ეთერ ედიშერაშვილი
  53. ნინო ციციშვილი
  54. ოთარ ჟიჟიაშვილი
  55. ქეთევან ტატიშვილი
  56. ნინო ქავთარია
  57. დალი ჩიტუნაშვილი
  58. გულიკო მჭედლიძე
  59. მაია შაორშაძე
  60. შორენა მურუსიძე
  61. ირინე ლეჟავა
  62. ირმა ხოსიტაშვილი
  63. ქეთევან პატარიძე
  64. ნათია ხიზანიშვილი
  65. მერაბ მეხაშიშვილი
  66. ნინო მეურმიშვილი
  67. ლანა გრძელიშვილი
  68. პაატა ჯავახიშვილი
  69. ნათია ნაცვლიშვილი
  70. ციცინო გულედანი
  71. იზოლდა ჯიქიძე
  72. გრიგოლ გაგნიძე
  73. დავით ფუხაშვილი
  74. ბექა ბოსტოღანიშვილი
  75. ასმათ გვაზავა
  76. ლელა ღამბაშიძე
  77. თამარ დვალიშვილი
  78. თამარ გურგენიძე
  79. სოფიო ცერცვაძე
  80. ლეილა გოცირიძე
  81. ოთარ მიქაძე
  82. ვლადიმერ კეკელია
  83. მარიამ ჯაბიძე
  84. ზაზა ჩიტიაშვილი
  85. ხათუნა ბაინდურაშვილი
  86. მანუჩარ გუნცაძე
  87. თამაზ კოჭლამაზაშვილი
  88. მანანა დოლაქიძე
  89. მარიამ კიკალიშვილი
  90. ნინო კობაური
  91. გრიგოლ კუბლაშვილი
  92. ნესტან ბაგაური
  93. ლევან კურცხალია
  94. ნათია ვეკუა
  95. ინგა ბასილაძე
  96. გიორგი კვაჭაძე
  97. ლუიზა სვიმონიშვილი
  98. გვანცა ბოჭორიშვილი
  99. ნინო მამისთვალოვი
  100. ქეთევან გაბიდაური
  101. ესმა მანია
  102. თეა ქართველიშვილი
  103. ენრიკო გაბიძაშილი
  104. დავით შენგელია
  105. ალექსანდრე ბოშიშვილი
  106. ნინო მეგენეიშვილი
  107. ეთერ ბერუაშვილი
  108. ლილი ხევსურიანი
  109. ქეთევან ხითარიშვილი
  110. აპოლონ თაბუაშვილი
  111. გოჩა საითიძე
  112. ეკა დუღაშვილი