ინფორმაცია მკითხველთათვის

  • სამკითხველო დარბაზში მკითხველს ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს ხელზე: 2 ხელნაწერი ან შესაბამისი ფოტოპირი, 10 ერთეული საარქივო და ისტორიული დოკუმენტი.
  • თუ მკითხველის მიერ გამოწერილი ხელნაწერი არის დაზიანებული ან არის ეტრატი, რომელიც დაცვის მიზნით არ გამოდის საცავიდან, ის მიიღებს დიგიტალურ მასალას ან ფოტოასლებს ამ ხელნაწერებისას და ასე შეძლებს მუშაობას.
  • სამკითხველო დარბაზში მკითხველის არმოსვლის შემთხვევაში მასალა ბრუნდება საცავში (განისაზღვრება 1 კვირით).
  • მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოექცეს ხელნაწერებს. იკრძალება ნებისმიერი ტიპის მასალაზე ფოტოს გადაღება ან რაიმე შენიშვნის გაკეთება (ხაზის გასმა, ტექსტის ჩასწორება, ფურცლების გადაკეცვა/არევა).
  • დარბაზში ხელნაწერზე მუშაობა სავალდებულოა ხელთათმანებით.
  • ხელნაწერის ან დოკუმენტის გადაწერისა თუ წაკითხვის დროს, სტრიქონს ქვევით უნდა დაიდოს მაგარი ქაღალდი ან მოკლე სახაზავი.
  • სამკითხველო დარბაზში დიდი ჩანთით შესვლა აკრძალულია; საფონდო მასალასთან პალტოთი მუშაობა აკრძალულია.
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამკითხველო დარბაზით სარგებლობა უფასოა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობაში აკრძალულია:

  • ფოტოგრაფირება
  • ვიდეოგადაღება
  • ბასრი საგნების (დანა, მაკრატელი და სხვ.) შემოტანა
  • სიგარეტის მოწევა

ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციის ნებართვით.

 

რეგისტრაცია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებზე მუშაობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მომართვა სათანადო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან. მომართვაში უნდა იყოს აღნიშნული შესასწავლი საკითხის თემა და შესწავლის მიზანი. ამასთანავე, ფონდებზე სამუშაოდ მოსულმა აუცილებელია შეავსოს ანკეტა, გაეცნოს დადგენილ წესს და აიღოს ვალდებულება, შეასრულოს მისი მოთხოვნები.*

ფონდებზე დაშვების ნებართვას იძლევა ცენტრის დირექტორი ან ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება თემის დამუშავებისათვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. ვადის გაგრძელების მოთხოვნისას საჭიროა ახალი მომართვის წარმოდგენა.

 

შენიშვნა: გამონაკლისის სახით, ცენტრის დირექტორის ან ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანლის ნებართვით, ფონდებზე სამუშაოდ შეიძლება დაიშვას ის პირიც, რომელიც სამსახურეობრივად არ არის დაკავშირებული რომელიმე კვლევით დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან.

 

ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის სამკითხველო დარბაზის სამუშაო საათები განისაზღვრება 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

პიროვნებას, რომელიც დაინტერესებულია ხელნაწერების (ქართული/უცხოური ხელნაწერების, საარქივო ფონდის, ისტორიული დოკუმენტების, უცხოეთში დაცული ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირების) კვლევით, შესწავლა/გაცნობით, ვალდებულია დარეგისტრირდეს როგორც მკითხველი. ამისთვის აუცილებელია წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. მომართვა სამსახურიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან (თუ სტუდენტია);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. 1 ფოტოსურათი საშვის დასამზადებლად (3X4);
  4. ანკეტა (შევსება ხდება სამკითხველო დარბაზში).

მკითხველს, რომელსაც არ შეუძლია მომართვის მოტანა (სამსახურიდან/სასწავლო დაწესებულებიდან), იგი პირადი ინტერესის საფუძველზე წერს განცხადებას დირექტორის სახელზე. დირექციიდან რეზოლუციის მიღების შემდეგ მკითხველს  შეუძლია გამოიწეროს მოძიებული მასალა (წინა დღით გამოწერილ ხელნაწერებს მკითხველი მიიღებს მეორე დღეს).

მკითხველს ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს ხელზე: 2 ხელნაწერი ან შესაბამისი ფოტოპირი, 10 ერთეული საარქივო და ისტორიული დოკუმენტი.

თუ მკითხველის მიერ გამოწერილი ხელნაწერი არის დაზიანებული ან არის ეტრატი, რომელიც დაცვის მიზნით არ გამოდის საცავიდან, ის მიიღებს დიგიტალურ მასალას ან ფოტოასლებს ამ ხელნაწერებისას და ასე შეძლებს მუშაობას.

სამკითხველო დარბაზში მკითხველის არმოსვლის შემთხვევაში მასალა ბრუნდება საცავში (განისაზღვრება 1 კვირით).

მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოექცეს ხელნაწერებს. იკრძალება ნებისმიერი ტიპის მასალაზე ფოტოს გადაღება ან რაიმე შენიშვნის გაკეთება (ხაზის გასმა, ტექსტის ჩასწორება, ფურცლების გადაკეცვა/არევა).

სამკითხველო დარბაზით სარგებლობა უფასოა.

უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი.

 

სამუშაო სააათები:

ორშაბათი-პარასკევი
11.00-17.30