დიგიტალური ასლების დამზადების შესახებ
დიგიტალური ასლების დამზადების შესახებ
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ხელნაწერების დიგიტალური ასლის დამზადებისათვის საჭიროა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა მიმართოს ცენტრის საქმისწარმოების სამსახურს ოფიციალური წერილით, დირექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ ელექტრონული განცხადების ფორმა, ხელი მოაწერეთ და ელექტრონული სახით (PDF) გამოაგზავნეთ მეილზე info@manuscript.ge) ეს ლინკად რომ იყოს , სადაც იქნება ზუსტად მითითებული ხელნაწერის ფონდი და ნომერი, გვერდები, რა მიზნით უნდა იქნას გამოყენებული შემდგომში დამზადებული ასლი. ასევე, განცხადებაში მითითებულია ციფრული ასლის ხარისხის განმსაზღვრელი პუნქტი ( 300 DPI….და ა.შ.), რასაც ხაზის გასმით აფიქსირებთ (ხარისხი განსაზღვრავს ფასს). განცხადების მიღების შემდეგ, მეილზე დაგიდასტურებენ მიღებას და მოგწერენ განცხადების გატარებულ ნომერს, ამის შემდეგ შეგიძლიათ მოიკითხოთ მსვლელობა/გაარკვიოთ ფასი და მობრძანდეთ სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რის შემდეგაც უკვე დგება ორ მხარეს შორის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც განისაზღვრება დამზადებული ასლის ერთჯერადად გამოყენების უფლება.