ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1872-1939)
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი (1872-1939)
მეცნიერი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე. იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1898 შევიდა რუსეთის ადვოკატურაში. მონაწილეობდა ისტორიული მნიშვნელობის ასზე მეტ სასამართლო პროცესში. 1917 დროებითმა მთავრობამ სენატორად დანიშნა.
ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ტულასა (1919-1920) და მოსკოვში (1920-1921). 1921 წლიდან საქართველოშია. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში იურიდიული განათლების ჩასახვა-განვითარება. შექმნა ლექციების ორი ახალი კურსი – დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ფონდი 282 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი