დიმიტრი მეღვინეთუხუცესი (1815-1878)
დიმიტრი მეღვინეთუხუცესი (1815-1878)
ისტორიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1847 წლიდან მარი ბროსემ ჩააბა ისტორიული მასალების შეკრების საქმეში. მასთან ერთად ეწეოდა ისტორიული წარწერების, საბუთების, ხელნაწერების შეგროვებას. შემდეგ დამოუკიდებლად იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეკრებილი მასალა მ. ბროსეს გაუგზავნა პეტერბურგში. მონაწილეობდა ქართული თეატრის აღდგენაში (1851). წერდა პიესებსა და ლექსებს. 1852 მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის დავალებით წამოიწყო არქეოლოგიური გათხრები უფლისციხეში. მისი ხელნაწერი ნაშრომების, ნარკვევებისა და ისტორიული მასალების ძირითადი ნაწილი დაცულია სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებაში, მ. ბროსეს ფონდში.
დიმიტრი მეღვინეთუხუცესის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
დიმიტრი მეღვინეთუხუცესის ფონდი 56 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი