დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890)
დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890)
ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850). 1851 დაბრუნდა საქართველოში, ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი ინიციატივით დაარსდა “კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება” (1873). 1879 წლიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. დ. ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებაში (1879). მისი ინიციატივით შეიქმნა თბილისის საეკლესიო მუზეუმი (1889). არის მრავალი ისტორიული ნაშრომის ავტორი და რედაქტორი. დ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე სამეცნიერო დარგებს (პალეოგრაფია და სხვ.).
დიმიტრი ბაქრაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1970 წლის 15 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 354).
დიმიტრი ბაქრაძის ფონდი 182 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი