აბულაძე ილია (1901-1968)
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე დაიბადა 1901 წლის 24 ნოემბერს სოფ. ზემო საქარაში (ზესტაფონის რაიონი) პედაგოგის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. 1925-26 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების დარგი, 1928-29 წლებში – იმავე პედაგოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში სწავლულ მდივნად. 1934-37 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტთან 8 არსებულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. 1937-1942 წლებში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აკად. ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. 1942-1950 წლებში თსუ-სა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების გამგედ. 1945-1951 წლებში ილია აბულაძე იყო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1953 წელს დაინიშნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე (1968 წელს) იყო მის მიერვე დაარსებული ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღევანდელი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) დირექტორი. 1938 წელს ილია აბულაძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იაკობ ცურტაველის “შუშანიკის მარტვილობა" 1945 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X საუკუნეებში“. 1950 წელს ილია აბულაძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ილია აბულაძის საარქივო ფონდის აღწერილობა ხუთი განყოფილებისაგან შედგება:
I. ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა.
ა) საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი.
ბ) ფოტოსურათები.
II. შემოქმედებითი მასალა.
ა) ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებული შრომები.
ბ) ლექსიკონები, ლექსიკოლოგია.
გ) ტექსტოლოგია. ქართული ტექსტები, გადაწერილი ილია აბულაძის მიერ, სომხური ტექსტები გადაწერილი ილია აბულაძის მიერ, ქართულ-სომხური ტექსტები, გადაწერილი ილია აბულაძის მიერ.
დ) გამოკვლევები.
ე) ამონაწერები ქართული და სომხური ხელნაწერებიდან და სხვათა შრომებიდან.
ვ) რეცენზიები, სიტყვები, შენიშვნები.
ზ) მიმართვები და განცხადებები.
თ) ილია აბულაძის ნაშრომთა სიები, მეცნიერული მუშაობის ანგარიშები, რეცენზიები მის ნაშრომთა შესახებ.
III. მიმოწერა.
ა) ილია აბულაძის წერილები სხვადასხვა პირთან.
ბ) სხვადასხვა პირის წერილები ილია აბულაძეს.
IV. სხვადასხვა.
V. სხვა ფონდებში დაცული საარქივო მასალა ილია აბულაძის შესახებ.
ა) ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა.
ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა.
გ) მიმოწერა.
აბულაძე ილია - არქივის აღწერილობა