მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

 

(1878-1965)

მიხეილ (მიხაკო) წერეთელმა ქუთაისის კლასიკურ გინმაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ კიევის უნივერსიტეტიში, შემდეგ კი სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაასრულა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით. მისი მოღვაწეობის სფერო ძალზე ფართოა. იგი იყო ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი და მსოფლიოში აღიარებული აღმოსავლეთმცოდნე. თავდაპირველად იზიარებდა ანარქისტულ იდეებს, მოგვიანებით აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.  მისი ნაშრომი „ერი და კაცობრიობა“ პირველი სოციოლოგიური გამოკვლევაა საქართველოში. ძირითადად მოღვაწეობდა საზღვარგარეთ. ივ. ჯავახიშვილის მიერ იყო მიწვეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასიროლიგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის პროფესორად. მიხაკო წერეთელმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ სამეცნიერო და პოლიტიკუსი საქმიანობა გააგრძელა ემიგრაციაში. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ასიროლოგიისა, ასევე ქართული ენისა და მწერლობის კათედრებზე. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები ურარტული ენისა და ისტორიის შესახებ. მიხაკო წერეთელმა შუმერულიდან ქართულად თარგმნა „გილგამეში“, ქართულიდან გერმანულად – „ვეფხისტყაოსანის“ პროზაული ტექსტი და სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, ასევე ფრანგულად – თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის „ცხოვრებათა“ ტექსტები.

ემიგრაციაში ყოფნის დროს სამეცნიერო საქმიანობის გარდა სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. იგი იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ჯერ წევრი შემდეგ კი ხელმძღვანელი.

მიხაკო წერეთლის თარგმნილი ვეფხისტყაოსანი ახალქართულად

 

წინა-სიტყვა

ეს მეორე ტომი ჩვენი „ვეფხის-ტყავოსნის“ გამოცემისა აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიეთ, რათგანაც „ვეფხის-ტყავოსნის“ ოროგინალური ტექსტის  სრული გაგება ადვილი საქმე არ არის საშუალო განათლების ქართველისათვის და, ზოგიერთ მის ადგილთა, არც თვით სპეციალისტთათვის“. „ვეფხის-ტყავოსნის“ დაწერის შემდეგ შვიდ-ნახევარ საუკუნეზე მეტმა დრომ განვლო და ამ დროის განმავლობაში ქართული, როგორც ყოველი სხვა ენა, შეიცვალა. ტექსტის გაგებას კიდე უფრო აძნელებენ თავისებურებანი რუსთველის ენისა, და რასაკვირველია,აგრეთვე ხელთ-ნაწერთა რედაქტორებისა და გადამწერლების შეცდომანი. ამიტომ ეს „თარგმანი“ ახალ ქართულად „ვეფხის-ტყავოსნის“აღდგენილი ტექსტისა და აღდგენილ ჩანართთა, იმედი მაქვს, დაეხმარება „ვ. ტ“-ის მკითხველი

N 1-02

მიხაკო წერეთლის პასპორტი

N 1-03

მიხაკო წერეთლის მიცემული ინტერვიუ „რადიო თავისუფლებისთვის“