თამარ გოგოლაშვილი-პაპავა

 

(1888-1976)

თამარ გოგოლაშვილი-პაპავა იყო  მეცნიერი, ესეისტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მსახიობი. იგი დაიბადა 1886 წელს მსახიობების სვიმონ გოგოლაშვილის და ალექსანდრა გამრეკელიძის ოჯახში. მშობლების მსგავსად თამარიც მსახიობი გახდა. იგი მოღვაწეობდა ქუთაისის, თბილისისა და თელავის თეატრებში. იყო თელავში სცენის მოყვარეთა დასის ხელმძღვანელი. იმდროინდელ პრესაში აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს და პუბლიცისტურ წერილებს ქალთა ემანსიპაციის შესახებ. 1923 წელს ქალიშვილებთან ერთად ბერლინში მყოფ მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაპავების ოჯახი არგენტინაში დასახლდა. ემიგრაციაში ყოფნის დროს თამარ გოგოლაშვილი-პაპავა საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით წერდა სტატიებს, აწყობდა საღამოებს. აღსანიშნავია მისი წიგნი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოში“ ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით. თამარის ინიციატივით ტარდებოდა ქართული ეროვნული დღესასწაულები. იგი იყო გერმანიაში ქართველ ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე. 1952 წელს აირჩიეს არგენტინის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ. თამარ გოგოლაშვილი-პაპავა მეუღლესთან აკაკი პაპავასთან ერთად მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს. 1937 წელს პაპავებმა კერძო პირისგან შეიძინეს ქართული კულტურის ნიმუში თბილისის სიონის ტრაპეზის ფარდა, რომელიც მისმა შთამომავლებმა თამარ და აკაკი პაპავას ანდერძის თამახმად საქართველოს გადასცეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პასპორტი, გაცემული თამარ პაპავას სახელზე

თამარ პაპავას ნაშრომი

„სამეგრელოს დედოფალი ნინო“

ნინო დედოფალი ერეკლე მეფის ოჯახის იმ წევრთაგანი იყო, რომელმაც დიდებულ მეფის შარავანდედის მცირე ანარეკლი დასავლეთ საქართველოში გადმოიტანა და შეეცადა ნეტარ-ხსენებულ ბაბუას უკანასკნელ მცნებისათვის თავისის სუსტის ძალებით შესაფერი სამსახური გაეწია. თუმცა მას არ შეეძლო არ დაენახა, რომ ჩრდილოეთისაკენ ცქერამ და პეტერბურგზე გეზის აღებამ მისი მამა, საქართველოს უკანასკნელი მეფე-გიორგი XIII  უბრალო ვასალის საფეხურამდე ჩამოაქვეითა და ბოლოს მის მემკვიდრეს, დავითს (ნინო დედოფლის ძმას) ტახტი და ქვეყანა სამუდამოდ დააკარგვინა.

არგენტინის ქართული სათვისტომოს მოწმობა

თამარ პაპავას მემორიალური ნივთი:

შტამპი ინიციალებით