სარესტავრაციო საბჭო

სარესტავრაციო საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

– ისმენს და განიხილავს ინფორმაციას სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

– ისმენს ინფორმაციას ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილება), ასევე, კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორიის რეკომენდაციებს სარესტავრაციო-საკონსერვაციოდ პრიორიტეტული ექსპონატების შერჩევის, მათი რესტავრაცია-კონსერვაციის თანმიმდევრობისა და სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ;

– ისმენს წინადადებებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო საქმიანობის სფეროში სიახლის დანერგვის შესახებ;

– ისმენს ინფორმაციას სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების შესახებ;

– ისმენს სადავო საკითხების განხილვის მიზნითმოწვეული ექსპერტების მოსაზრებებსა და კონსერვაცია-რესტავრაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექსტირების

შედეგების არსებულ ინფორმაციას;

– აფასებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის საერთო კრების მიერ დადგენილ ვადებსა და სტანდარტებთან. ამ მიზნით საბჭოს წევრები:

 

ა) ეცნობიან სარესტავრაციო პროცესის ამსახველ სრულ დოკუმენტაციას, ცალკეული ექსპონატის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესის ზუსტ აღწერილობას და საჭიროების შემთხვევაში სარესტავრაციო პასპორტში, იძლევიან შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;

ბ) სამ თვეში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში ეცნობიან სამუშაოს მიმდინარეობას. არსებული შენიშვნები განიხილება ადგილზე და საბოლოო გადაწყვეტილება ფიქსირდება

საბჭოს ოქმში.

– ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების კონტროლისა და ექსპონატების დაცვის ინტერესებიდან.

საბჭოს თავმჯდომარე:

 

– ნესტან ჩხიკვაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი

საბჭოს წევრები:

 

– შალვა გლოველი – ცენტრის სწავლული მდივანი;
– ნანული თარგამაძე – ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების უფროსი;
– ნინო ქავთარია – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
– მაია კარანაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
– მზიასურგულაძე – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
– შორენა მურუსიძე – არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი;
– ვასილთარგამაძე – ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორია) უფროსი;
– ესმა მანია – ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი;
– ნინო კობაური – ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი;

მოწვეული ექსპერტები:

 

– თამარ იაშვილი – ბიოლოგი;

– ფრიდონ ლობჟანიძე -ფოტოები, ქაღალდი (ეროვნული მუზეუმი);

– ერმილე მაღრაძე -ლითონი (ეროვნული მუზეუმი);

– თამილა აფაქიძე – ეროვნული არქივი;

– გიული პაქსაშვილი- ეროვნული ბიბლიოთეკა.