კალისტრატე და ნინო სალიები

კალისტრატე სალია იყო ისტორიკოსი და ქართველოლოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წვრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც საზღვარგარეთ გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნის დროს სწავლა განაგრძო გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1927 წელს დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს. 1980 წელს ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა კალისტრატე სალიას ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“, წიგნს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია მიენიჭა (1983 წელს ინგლისში გამოიცა ნაშრომის ინგლისური თარგმანი).
კალისტრატე სალიამ პარიზში იქორწინა ნინო ქურციკაშვილზე, რომელთან ერთადაც ემიგრაციაში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. მათ 1948 წელს საკუთარი სახსრებით და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დააარსეს სამეცნიერო ისტორიულ-ლიტერატურული ჟურნალი „ბედი ქართლისა“, რომელშიც ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, ზოგჯერ იტალიურადაც სტატიებს ბეჭდავდნენ უცხოელი ქართველოლოგები და ცნობილი ქართველი მეცნიერები (მიხეილ წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე და სხვ.). ჟურნალის მიზანი იყო ქართული კულტურისა და ისტორიის პოლუპარიზაცია.
კალისტრატე სალია აქტიურად იყო ჩართული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საქმიანობაში. იგი იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ჯერ წევრი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი თავმჯდომარის მოადგილე.

1980 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა პირადი არქივი, ბიბლიოთეკა და მემორიალური ნივთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნადი ფონდი, რომელიც მდიდარია რარიტეტული ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით.

კალისტრატე სალიას წერილი ს. თურნავასადმი

თბილისი-პარიზი

უთარიღო

 

აღწერს „ბედი ქართლისას“ მნიშვნელობას ქართველოლოგიისთვის, მის პოპულარობას უცხოეთში.

 

ბედმა და მუშაობამ ასე მოიტანა, რომ მთელი საზღვარგარეთელი ქართველოლოგიური ცენტრი ბედი ქართლისა არის. საიდან არ მოდის შეკითხვა ამა თუ იმ საკითხზე! ჩვენი მუშაობა წვდება ყველგან ამერიკიდან-იაპონიამდე, სადაც კი აინტერესებთ კავკასიის ერთა კულტურა. მარტო ამერიკაში ასი ხელმომწერი მყავს. უნივერსიტეტები ან მეცნიერული საზოგადოებანი.

საქმის გამკეთებელი კი ჩემი ცოლი და მე ვართ, მაგრამ ჩვენს ქართველოლოგებსაც მოვლა უნდა, მათაც სჭირდება დახმარება. აი ათ დღეში Hans Vost- ი სპეციალურადაა ჩამოსული, რომ მივეშველო მისი გრამატიკის ხელახლა გამოცემის საქმეში. ე.ი უნდა  შევსებული ან გადაკეთებულო გამოვიდესო

რასაკვირველია ეს დიდად სასარგებლო საქმეა. ისე კი  Revne-ს გამოცემის საქმეში არ მაწუხებენ ე.ი სრული ნდობა  აქვთ ან ჟურნალის შინაარსს ეცნობიან მხოლოდ მაშინ, როცა გამოვა. სანამ სული გვიდგია ასე განვაგრძობთ, მაგრამ თბილისი რომ იზრუნებდეს შემცვლელებზე კარგი იქნენა, თუ არა და ჩემი ამა ქვეყნიდან წასვლით გათავდება ქართველოლოგია საზღვარგარეთაც.

N 145-r

ქართველოლოგიური ჟურნალი „ბედი ქართლისა“

კალისტრატე და ნინო სალიების მემორიალური ნივთები

ლითონის მინიატურული გალია. ეკუთვნოდათ ქალაქ პარიზში მცხოვრებ ნინო და კალისტარტე სალიებს. მრგვალი ფორმის გალიას თავზე აზის ლითონის პატარა ეშმაკი, ხელში დაფდაფით. გალიის შიგნით რგოლზე შემომჯდარია თუთიყუში.

კუს ფორმის ვერცხლის ზარდახშა