ისიდორე რამიშვილი
(1859-1937)
(1859-1937)
ისიდორე რამიშვილი ჩართული იყო მეოცე საუკუნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც გადაასახლეს ჯერ ასტრახანში, შემდეგ კი სამარაში. იგი იყო ქართველოს ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მისი ხელმოწერა ფიქსირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. 1919 წელს აირჩიეს ქალაქ თბილისის ხმოსნად და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ისიდორე რამიშვილი ემიგრაციაში არ წასულა, იგი საქართველოში დარჩა და ჩაება ანტისაბჭოთა საქმიანობაში, რის გამოც ბოლშევიკებმა გადაასახლეს. ისიდორე რამიშვილი 1937 წელის რეპრესიებს ემსხვერპლა. იგი დახვრიტეს.
ჩემო ძვირფასო რძალო ბაბო!
მოგესალმები სიყვარულით და კეთილი სურვილებით
ამ დღეებში მივიღეთ შენო მზრუნველი ხელებით გამზადებული საუცხოო ამანათი. მისმა მიღებამ სიხარული და სიამოვნება გამოიწვია ჩვენში. ყველაფერი, რაც გაკოგიგზავჯია, ერთი მეორეზე უკეთესია და ჩვენ ხარბად შევექცევით მათ. ამ ქვეყანაში არ იზრდება არც კაკლის ხე, არც ბია და არც ბალი და, ალბად თხილეული აქაურ კოოპერატივებში არ იყიდება…