ვარლამ გელოვანი (1878-1915)
ვარლამ გელოვანი (1878-1915)
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1906). სტუდენტობის დროს იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, IV სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 1912 ვ. გელოვანმა სათათბიროში საქართველოს ავტონომიის საკითხი დააყენა. I მსოფლიო ომის დროს იყო კავკასიის ფრონტზე სახელმწიფო სათათბიროს სანიტარული რაზმის მეთაური.
ვარლამ გელოვანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ვარლამ გელოვანის ფონდი 138 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა; 3) მისი მეუღლის _ ნინო გელოვანის ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3) გიორგი თარხან მოურავის მასალა; 5) ვერა, ნადეჟდა და მარიამ თარხან მოურავების მიმოწერა; 6) ზურაბ ავალიშვილის მასალა; 7) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი