სოფიო მიხაილოვა-მარი (1890-1980)
სოფიო მიხაილოვა-მარი (1890-1980)
ირანისტი, იური (გიორგი) მარის მეუღლე. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, პეტროგრადის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტტი. მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ირანში, სადაც გაეცნო სპარსელების ყოფა-ცხოვრებას, ისტორიულ ძეგლებს; აგროვებდა სპარსულ ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მასალას. გამოაქვეყნა შრომები ირანის კულტურის შესახებ. ი. მარის გარდაცვალების შემდეგ დაამუშავა მისი სამეცნიერო არქივი.
სოფიო მიხაილოვა-მარის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სოფიო მიხაილოვა-მარის ფონდი 567 საარქივო საქმეს შეიცავს
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი