სათაური: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი III
სქელი ყდით
ავტორი: მზექალა შანიძე, ნარგიზა გოგუაძე, ზურაბ სარჯველაძე
რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე
გამოცემის თარიღი: 2014 წელი
გვერდების რაოდენობა: 394 გვერდი
გამომცემელი:კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
აღწერა: „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია-ლექსიკონი“ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი.
„სიმფონია-ლექსიკონი“ გამოდის ნაკვეთებად.