შოთა მესხია (1916-1972)
შოთა მესხია (1916-1972)
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1937). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (1961 წლიდან).
შოთა მესხია იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, ქალაქების ისტორიასა და საქალაქო წყობას, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის პრობლემებს. მის ნაშრომს “ძლევაი საკვირველი” მიენიჭა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1974). იყო “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” II ტომის რედაქტორი.
შოთა მესხიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს მისმა ქალიშვილებმა მანანა და მარინე მესხიებმა 2009 წლის 6 თებერვალს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი