გამოცემები

სათაური: საქართველო ფარნავაზიდან ბაგრატ III-მდე. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა                             ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია VII

ავტორი: მიხეილ ბახტაძე

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 84

ISBN: 978-9941-9563-4-8

ISSN: 2587-4616

აღწერა

ფარნავაზი იყო ქართული მიწა-წყლის პირველი გამაერთიანებელი, იგი მეფე იქმნა ყოვლისა ქართლსა და ეგურსა ზედა. მეფე ფარნავაზიდან XI საუკუნის დასაწყისამდე, საქართველომ და ქართველმა ერმა განვლეს უაღრესად მნიშვნელოვანი, საინტერესო, დრამატული, გამარჯვებებით, მარცხით, კვლავ გამარჯვებებით და აღმშენებლობით აღნიშნული პერიოდი თავისი ისტორიისა: ფარსმან I და ფარსმან II, მირიანი, ვახტანგ I გორგასალი, ქრისტიანობის მიღება, ქართული ეკლესიის თვითმწყემსობა, არაბობა, ბრძოლა ქვეყნის კვლავ გაერთიანებისთვის და, ამ ბრძოლის დაგვირგვინება _ ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა ბაგრატ III ბაგრატიონით სათავეში _ აი ის საკითხები, რომელსაც ეხება თავის წიგნში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე.  წიგნი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა, და დაწერილია ადვილად გასაგები, გაიოლებული ენით. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნი გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულით.