პლატონ იოსელიანი (1809-1875)
პლატონ იოსელიანი (1809-1875)
ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით (1835). მუშაობდა თბილისის სემინარიაში. იყო “ზაკავკაზსკი ვედომოსტ”-ის რედაქტორი (1845-1856). აქვეყნებდა ისტორიულ, არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ წერილებს. მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი (1849). მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლების გამოცემაში. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება.
პლატონ იოსელიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
პლატონ იოსელიანის ფონდი 142 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი