გამოცემები
გამოცემები
ჩვენი ნაშრომის მიზანია განვიხილოთ ოპიზის საოქრომჭედლო სახელოსნოსთან დაკავშირებული XII-XIII სს. ჭედური ყდებით შემკული ხელნაწერების, კერძოდ ტბეთის II, წყაროსთავის, ბერთის II, ანჩის ოთხთავებისა და ანჩისხატის ჭედური ჩარჩოს შემქმნელთა ( დამკვეთთა, ოქრომჭედელთა და შემწირველთა) ურთიერთობის საკითხები, რათა გამოვავლინოთ ოპიზის საოქრომჭედლო სახელოსნოს შემოქმედებითი კავშირები ძველ ქართულ სამწერლობო კერებთან. ნაშრომში ასევე ჩართულია მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული უცნობი ოთხთავის XIII საუკუნით დათარიღებული ჭედური ყდის ფრაგმენტი – ყდის ზედა მხარე ჯვარცმის კომპოზიციით.