გამოცემები
გამოცემები
სათაური: ნოე ჟორდანია პოლიტიკური პორტრეტი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია VIII
ავტორი: ვახტანგ გურული
რედაქტორი: ზაზა აბაშიძე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 179
ISBN: 978-9941-9564-1-6
ISSN: 2587-4616
პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეზე წერა ყოველთვის რთულია, მით უფრო ისეთ მოღვაწეზე, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფია ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას და არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობას, არამედ მწვავე დაპირისპირებას საზოგადოებაში. რა არ ბრალდებოდა და არ ბრალდება! არც ქება-დიდება აკლდა და აკლია. და მაინც, ვინ და რა იყო ნოე ჟორდანია საქართველოსთვის? რა როლი ითამაშა მან ჩვენთვის არცთუ შორეული ისტორიული მოვლენების განვითარებაში. იყო თუ არა ილიას წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის მედროშე, თუ მისი საქმის გამგრძელებლად მოგვევლინა? თუ ორივე ერთად?!
პროფესორ ვახტანგ გურულს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი აქვს. ავტორი, პოპულარული ენით, საინტერესოდ გადმოგვცემს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ლიდერის პოლიტიკურ ბიოგრაფიას, მის ღვაწლს იმ მოძრაობაში, რომელმაც საქართველო 1918 წლის 26 მაისამდე მიიყვანა. ვახტანგ გურულის აზრით, `ილია ჭავჭავაძის შემდეგ, ქართველთაგან, იმქვეყნად ყველაზე ვალმოხდილი ნოე ჟორდანია წავიდა!~ რამდენადაა ეს თვალსაზრისი მისაღები? შესძლო თუ არა ნოე ჟორდანიამ ილიას გზის გაგრძელება, მისი იდეებისა და იდეოლოგიის გააზრება და გათავისება? წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და ვფიქრობ, ის საინტერესო იქნება ყველა თაობის მკითხველისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისათვის, ვინც, სამწუხაროდ, მოკლებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების შესახებ, მსგავსი შინაარსის ნაშრომებს.