ნიკოლოზ (ნიკო) მარი (1864-1934)
ნიკოლოზ (ნიკო) მარი (1864-1934)
ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აკადემიკოსი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1884) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1890). ნ. კონდაკოვთან ერთად გაემგზავრა სამეცნიერო ექსპედიციაში ათონის მთაზე (1989), ივ. ჯავახიშვილთან ერთად სინას მთაზე (1902). 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი. 1924-1930 ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. 1930 გახდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის კვლევაში. დააარსა რიგი სამეცნიერო სერიები (მათ შორის, “Biblioteca Armeno-Georgica”, “Monumenta hagiographica Georgica” და სხვ.). დიდი ამაგი დასდო ქართული სასულიერო და საერო მწერლობის საკითხების შესწავლას. 1921 პეტროგრადში “იაფეტიდოლოგიური” (1922 წლიდან “იაფეტური”) ინსტიტუტი დააარსა. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხებს (ანისი 1892 წლიდან; ვორნაკის სამაროვანი 1893; ვანის ტბის სამხ. სანაპირო 1916).
ნიკო მარის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1972 წლის 6 მარტს (შემოსულობათა წიგნი # 377); ნაწილი 12 ივნისს შემოსწირა სოფიო მარმა (შემოსულობათა წიგნი # 385); ნაწილი შემოვიდა 1979 წლის 27 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 523); 1981 წლის 26 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 556).
ნიკო მარის ფონდი 382 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი