მარი ბროსე (1802-1880)
მარი ბროსე (1802-1880)
ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი. მან შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. 1837 წლიდან რუსეთშია. აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (1838). 1847-1848 იმოგზაურა საქართველოში, სადაც დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტალური და სხვ. მასალა შეკრიბა. მ. ბროსემ ფრანგულად თარგმნა და გამოსცა “ქართლის ცხოვრების” თხზულებები, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკის და სხვ. დამხმარე დარგების შესწავლა.
მარი ბროსეს პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მარი ბროსეს ფონდი 167 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მიმოწერა და 3) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი