გამოცემები

სათაური: ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.).  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა                                   ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია V

ავტორი: ვიტალი ქენქაძე

სერიის რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

რედაქტორი: გულიკო მჭედლიძე

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 367

ISBN: 978-9941-9563-3-1

ISSN: 2587-4616

აღწერა

ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა შესწავლა საშური საქმეა. ამ მხრივ ქართული ისტორიოგრაფია მდიდარია საინტერესო გამოკვლევებით ამილახვრების, ციციშვილების, ბარათაშვილების, წერეთლების, გერმანოზიშვილების, დადიანების და სხვა ფეოდალური სახლების შესახებ. ქსნის ერისთავთა საგვარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. ამ გვარის წარმომადგენლებმა დიდი კვალი დაამჩნიეს ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ცხოვრებას. ისტორიკოსი ვ. ქენქაძე ამ საერისთავოს (ამჟამინდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) მკვიდრია და არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა ამ გვარის, და საერთოდ, საერისთავოს ისტორიას. მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია ავტორის მონოგრაფიამ `ქსნის ერისთავები. ამჟამად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მკითხველს სთავაზობს სამეცნიერო-პოპულარულ ნარკვევს `ქსნის ერისთავიანთ ქალების~, მეორე, გადამუშავებულ გამოცემას, რომელშიც საინტერესოდ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ამ საგვარეულოს წარჩინებული ქალებისა, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ თავის სახელოვან მამებს, ძმებს, მეუღლეებსა და მამამთილებს. წიგნი საინტერესოდ იკითხება, შეიცავს დღემდე უცნობ საარქივო მასალას და ნამდვილად აღძრავს მკითხველის ინტერესს.