კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)
კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია (1911). სწავლა განაგრძო გერმანიაში. სწავლობდა ლაიფციგის, მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 დაასრულა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1922 წლიდან რედაქტორობდა “აკადემიური მწერლობის კავშირის” ჟურნალებს (“ილიონი”, “ლომისი”, “საქართველოს სამრეკლო”). მისი სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. ის მსოფლიო მასშტაბით ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მის კალამს ეკუთვნის პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე (“გოეთეს ცხოვრების რომანი” (1934)).
კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს მისმა შვილიშვილებმა – შორენა და დავით (კონსტანტინე) ახობაძეებმა 2008 წლის 5 მარტს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი