სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) (1866-1952)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) (1866-1952)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1932-1952). ღვთისმეტყველების კანდიდატი (1892). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1888), შემდეგ კიევის სასულიერო აკადემია (1892). 1893 მღვდლად ეკურთხა. 1909 წლიდან დეკანოზია, 1925 წლიდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან ნინოწმინდელი ეპისკოპოსია, ხოლო 1927 წლიდან კი – მანგლელი. იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი შრომები.
კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 19 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 249); 15 ნოემბერს (შემოსულობათა წიგნი # 266); ნაწილი შემოსწირა ანასტასია ცინცაძემ (შემოსულობათა წიგნი ## 496, 497, 498, 501, 513).
კალისტრატე ცინცაძის ფონდი 312 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მოგონებები;
4) მიმოწერა;
5) ფოტოები;
6) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი