ივანე (ვანო) სტურუა (1870-1931)
ივანე (ვანო) სტურუა (1870-1931)
ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
1896 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. ხელმძღვანელ როლს არსრულებდა 1898-1900 თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში. მუშაობდა ბაქოს, პეტერბურგისა და ვიბორგის არალეგალურ სტამბებში. რამდენჯერმე გადაასახლეს.
1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის წევრი, საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, საქართველოს სსრ ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ ცაკ-ის წევრი.
ივანე სტურუას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ირინა გოგოლაშვილმა 2008 წლის 23 სექტემბერს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი