იური (გიორგი) მარი (1893-1935)
იური (გიორგი) მარი (1893-1935)
ირანისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას. მივლინებულ იქნა ირანში (1925) ხელნაწერების, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად. 1929 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეადგინა “დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი”. იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის, ენის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის საკითხებს.
იური მარის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1976 წლის 12 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 479); ნაწილი შემოვიდა 1979 წლის 27 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 523); 1981 წლის 26 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 556).
იური მარის ფონდი 882 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა;
5) ფოტოები.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი