იოსებ დავითაშვილი (1850-1887)

პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მუშაობდა მეწისქვილედ, ხელოსნად, მუშად დეპოში და ზეიცერის სადურგლო ქარხანაში, თბილისში ბანკის თეატრში ფარდის ამწევად.

იოსებ დავითაშვილი ცნობილია, როგორც ლიტერატურული მოღვაწე. მისი ლექსები და წერილები იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში: ,,დროება”, ,,ივერია”, ,,თეატრი”, ,,იმედი”, ,,ნობათი”. 1880 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული ,,სტვირი”.

იოსებ დავითაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში .

იოსებ დავითაშვილის ფონდი 118 საქმეს შეიცავს:

ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
მიმოწერა;
სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი