იაკობ მანსვეტაშვილი (1855-1939)
იაკობ მანსვეტაშვილი (1855-1939)
ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1886-1890 იყო გაზეთ “ივერიას” თანამშრომელი. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებს. იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მდივანი.
იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 22 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 417).
იაკობ მანსვეტაშვილის ფონდი 37 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი