გრიგოლ ფერაძე (1899-1942)
გრიგოლ ფერაძე (1899-1942)
მეცნიერი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში. 1926 ბონში მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1927 ბონის უნივერსიტეტის ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი გახდა. საბჭოთა ხელისუფლებამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა. 1929 პარიზში წმ. ნინოს სახელობის ეკლესია დააარსა. 1931 პარიზში მღვდლად ეკურთხა. ცდილობდა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების შეკავშირებას. 1931 დაიწყო სამეცნიერო ჟურნალის `ჯვარი ვაზისა~-ს გამოცემა. 1933 ვარშავაში დასახლდა, სადაც უნივერსიტეტში პატროლოგიის პროფესორად მუშაობდა. 1935-1936 იმოგზაურა ათონის მთაზე, იერუსალიმსა და სირიაში. შეაგროვა უმნიშვნელოვანესი ცნობები უცხოეთის ქართული სავანეებისა და იქ მოღვაწე ქართველების შესახებ. სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ქართული ხელნაწერი. 1940 წლიდან მუდმივად ვარშავაში ცხოვრობდა. 1942 გესტაპომ დაპატიმრა. 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში მოწამეობრივად აღესრულა. 1995 საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
გრიგოლ ფერაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1976 წლის 15 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 486); ნაწილი შემოსწირა ოჯახმა 1996 წლის 30 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 678); ნაწილი შემოსწირა ძმისშვილმა რომანოზ ფერაძემ 1998 წლის 2 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 688).
გრიგოლ ფერაძის ფონდი 54 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი