გამოცემები
გამოცემები
სათაური: გიორგი ლასხიშვილი – ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პარტიას. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია IX
ავტორი: დიმიტრი შველიძე
რედაქტორი: ზაზა აბაშიძე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 125
ISBN: 978-9941-9564-2-3
ISSN: 2587-4616
XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი საქართველოს ისტორიაში ახალი იდეოლოგიების გაჩენის, პოლიტიკური პარტიების შექმნის პერიოდია. ამ დროს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა წართმეული, აკრძალული იყო სიტყვა „საქართველოს“ ხსენება, რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად, თითქმის, აღარ იყო ეროვნული ცნობიერება. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მძიმე სოციალური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საქართველოში გაჩნდა მოაზროვნე ინტელექტუალების არაერთი თაობა, რომელმაც შეძლო საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ამაღლება და სოციალური საკითხების წინ წამოწევა. ამ ეპოქაში მოღვაწე ქართველი მოაზროვნეების შეხედულებები თანამედროვე ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელობას. სწორედ მათი მოღვაწეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს პირველ რესპუბლიკას.
ერთ-ერთი მათგანი 1900-იანი წლების პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი გიორგი ლასხიშვილია. ის სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი განათლების მინისტრი იყო. მისი სიტყვები _ „ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პარტიას“ _ ასახავს ეპოქის თავისებურების, კერძოდ, პარტიული დაქსაქსულობის პირობებში, გიორგი ლასხიშვილის პოზიციას.
წინამდებარე ნაშრომში გიორგი ლასხიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიაა წარმოდგენილი. მისი მოღვაწეობის ამსახველი მასალის წაკითხვისას, მკითხველი გაეცნობა იმ პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ისტორიასაც.