გიორგი სტურუა (1884-1956)
გიორგი სტურუა (1884-1956)
ქართველი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო: რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი (1919-1920); საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი (1923-1925); საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი (1925-1927); საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარი (1929-1931); საქართველოს კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე (1932-1934); საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1938-1941); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1942-1948); სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე (1946-1948); ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორი (1955-1956).
გიორგი სტურუას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს შემოსწირა ქალბატონმა მაყვალა ილურიძე-სტურუამ 2009 წლის 30 იანვარს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი