გიორგი ლომთათიძე (1914-1971)
გიორგი ლომთათიძე (1914-1971)
არქეოლოგი. საქართველოს ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის კულტურისა და არქეოლოგიის მკვლევარი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების გამგე (1965-1971). მისი ხელმძღვანელობით გათხარეს და შეისწავლეს კლდეეთი, არმაზისხევი, თეთრიწყარო, რუსთავი, ივრის მიდამოები, უჯარმა, მცხეთის აკლდამა, ურბნისი, ახალქალაქი, თელავი, ალვანი, კვეტერა და ვარციხე.
გიორგი ლომთათიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ნ. ღოღობერიძემ 1994 წლის 17 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 665).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი