გიორგი კვინიტაძე (1874-1970)

სამხედრო მოღვაწე, გენერალი. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის გენერალურ აკადემიაში განაგრძო (1907-1909). I მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე მეოთხე დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა. არზრუმთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის წმ. გიორგის ჯვრით და ოქროს იარაღით დააჯილდოვეს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე, ახალციხის მხარის გენერალ-გუბერნატორი, თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი (1919-1920). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის მუშაობაში.

გიორგი კვინიტაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა – ნანო დ’აბო-კვინიტაძემ 2007 წლის 22 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 749).

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი