გიორგი ბოჭორიძე (1884-1939)
გიორგი ბოჭორიძე (1884-1939)
ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (1922). 1923-1926 ქართლ-კახეთში, მესხეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი. მრავალი ხელნაწერი თბილისისა და ქუთაისის მუზეუმებს გადასცა. გ. ბოჭორიძის ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი არქეოგრაფიული პრობლემებისადმია მიძღვნილი.
გიორგი ბოჭორიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გიორგი ბოჭორიძის ფონდი 68 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი