გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე) (1825-1896)
გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე) (1825-1896)
სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და პეტერბურგის სასულიერო აკადემია. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1854). სხვადასხვა დროს იყო გორისა (1858-1860) და იმერეთის (1860-1869) ეპისკოპოსი. მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს. აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე (ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია 18000 აფხაზი). მისი მრავალი ქადაგება რუსულ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა. გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოვებული იყო წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. ანას ორდენებით. იგი დაკრძალულია გელათში.
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გაბრიელ ეპისკოპოსის ფონდი 59 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმართვები;
3) მიმოწერა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი