ევგენი ვეიდენბაუმი (1845-1918)
ევგენი ვეიდენბაუმი (1845-1918)
რუსი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოგრაფი და მოგზაური. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1877 მიავლინეს კავკასიაში, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. 1897 წლიდან კავკასიის არქეოლოგიური კომისიის წევრია, 1904 წლიდან კი – ამ კომისიის თავმჯდომარე. მან საქართველოსა და მთელი კავკასიის შესახებ მდიდარი მასალა დატოვა (ჩანაწერები, შენიშვნები, ფოტოები და სხვ.).
ევგენი ვეიდენბაუმის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ევგენი ვეიდენბაუმის ფონდი 1973 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი