გამოცემები
გამოცემები
საიუბილეო კრებული `ელენე მეტრეველი 100~ უმთავრესად შედგება სტატიებისაგან,
რომლებიც მოხსენებების სახით იყო წარმოდგენილი 2017 წლის 13-14 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ მეცნიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. კრებულში ასევე შესულია 2018 წლის 28-30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის – `ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა~ – იმ სესიის მასალები, რომელიც მიეძღვნა ელენე მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავს.
კრებული ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში შესულია სტატიები, რომლებშიც სხვადასხვა კუთხითაა წარმოჩენილი აკად. ელენე მეტრეველის პიროვნება,მისი სამეცნიერო მოღვაწეობა და ღვაწლი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში. მეორე ნაწილში გაერთიანებული სამეცნიერო სტატიების თემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომლებზეც
წლების განმავლობაში მუშაობდა მეცნიერი. წარმოდგენილია კვლევები ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების იმ დარგებში, რომელთა განვითარებაშიც ელენე მეტრეველს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ესენია: ძველი ქართული ფილოლოგია,
არქეოგრაფია, კოდიკოლოგია-პალეოგრაფია, წყაროთმცოდნეობAა და სხვ. სტატიათა ავტორები, უმეტესწილად, ელენე მეტრეველის კოლეგები და მისი მოწაფეები, ნაწილი კი, ახალგაზრდა მკვლევრები – ელენე მეტრეველის `მოწაფეთა მოწაფენი~ არიან, რაც დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ღვაწლმოსილი მეცნიერის საქმე დღესაც გრძელდება.