ელეფთერ ანდრონიკაშვილი (1910-1989)
ელეფთერ ანდრონიკაშვილი (1910-1989)
ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი (1932). მუშაობდა აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში. 1934-1945 ასწავლიდა თსუ-ში. ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას (1948 წლიდან) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტს (1951 წლიდან). უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში მუშაობდა.
ელეფთერ ანდრონიკაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი