დიმიტრი ყიფიანი (1814-1887)
დიმიტრი ყიფიანი (1814-1887)
პუბლიცისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი (1830). 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის რუსეთში გადაასახლეს. 1837 საქართველოში დაბრუნდა. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 – სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქის თავი. ეგზარქოს პავლეს მიერ ქართველი ერის დაწყევლის შემდეგ დ. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო იგი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ვერაგულად მოკლეს. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში, იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და “ქართული დრამატული საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი. იღწვოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის. 1882 პეტერბურგში გამოაქვეყნა “ახალი ქართული გრამატიკა”.
დიმიტრი ყიფიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1950 წლის 17 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 545).
დიმიტრი ყიფიანის ფონდი 1956 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი