ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (1868-1951)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პოეტ დუტუ მეგრელის მეუღლე. დაამთავრა გორის ქალთა პროგიმნაზია (1896). ქ. გორში დააარსა ქალთა საზოგადოება `მანდილოსანი~. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა „ბესი“ 1885 ჟურნალ „ნობათში“ დაბეჭდა, რასაც მოჰყვა სხვა მოთხრობებიც.

 

ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1983 წლის 21 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 571).

 

ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ფონდი 401 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მისადმი მიძღვნილი ლექსები და სტატიები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი