ალექსანდრე სარაჯიშვილი (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1876 დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. სამწერლობო მოღვაწეობა დაიწყო გაზეთ “დროებაში”. აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ “ივერიასთან” (1902-1903 “ივერიის” რედაქტორი იყო). იყო თეატრალური კომიტეტის და “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრი, “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

ალექსანდრე სარაჯიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

 

ალექსანდრე სარაჯიშვილის ფონდი 144 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ბარონ დე ბაის წერილები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი