ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994)
ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994)
ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1925). იყო თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1962-1970), შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი (1966-დან). იკვლევდა XI-XVIII საუკუნეების ქართულ საერო მწერლობას. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, იოანე შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვ. კ. კეკელიძესთან ერთად ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსის ავტორია.
ალექსანდრე ბარამიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი