გამოცემები
გამოცემები
წიგნში მოთხრობილია ათონის ქართველთა მონასტრის, უძლიერესი კულტურულ-საგანმანათლებლო სკოლის, ისტორია. ათონის ქართველთა
მონასტრის შესახებ დიდძალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური ლიტერატურა დაგროვდა. მასზე დაყრდნობით, შევეცადეთ ძალზე ზოგად შტრიხებში
მოგვეთხრო ათონის ქართველთა მონასტრის ისტორია, წარმოგვეჩინა გამორჩეული ათონელი მოღვაწეების საზოგადოებრივი საქმიანობის მიზანდასახულობა და მათი შემოქმედებით-მთარგმნელობითი მოღვაწეობის არსი და ძირითადი პრინციპები. წიგნში აღნიშნულია ხელნაწერთა ათონური კოლექციის რაობა და ხელნაწერთა ძირითადი მახასიათებლები, საუბარია ათონის ქართველთა მონასტრის მოღვაწეთა როლსა და ავტორიტეტზე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ როგორც ბერძენთა, ისე სხვა უცხოელთა შორის. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე ქართული სამონასტრო კერების ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.