გამოცემები
გამოცემები
სათაური: „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი
ავტორი: IV ნაკვეთი გამოსაცემად მოამზადეს: ლიანა ახობაძემ, ნარგიზა გოგუაძემ, მანანა კვაჭაძემ, ნინო ნატრაძემ
რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე, ზურაბ სარჯველაძე, მზექალა შანიძე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა:
ISBN:
„ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის
ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. სიმფონია- ლექსიკონის შედგენაზე წლების მანძილზე მუშაობდნენ: ნინო ადამია, ლიანა ახობაძე, ენრიკო გაბიძაშვილი, ეფემია გვრიტიშვილი, ბაქარ გიგინეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი, ნარგიზა გოგუაძე, მანანა დვალი, მანანა კვაჭაძე, გულნაზ კიკნაძე, ნინო მელიქიშვილი, ნინო ნატრაძე, გულნარა ნინუა, მაია რაფავა, ზურაბ სარჯველაძე, ნინო შალამბერიძე, მზექალა შანიძე, მაია ჩხენკელი, უჩა ცინდელიანი. სიმფონია-ლექსიკონი შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები. მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი (ეს სიტყვები ვარსკვლავითაა
აღნიშნული). სიმფონია-ლექსიკონი გამოდის ნაკვეთებად.
გამოცემები
სათაური: ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში XI-XVIII საუკუნეები
ავტორი: შესავალი ტექსტი ელენე მაჭავარიანი; ალბომი შეადგინეს, გამოსაცემად მოამზადეს და ბიბლიის შესატყვისი მუხლები დაურთეს: მაია კარანაძე, ვლადიმერ კეკელია, ელენე მაჭავარიანი
რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 263
ISBN: 978-9941-9452-3-6
გამოცემაში თავმოყრილია ძველი აღთქმის 252 მიანიატურა, რომლებითაც შემკულია XI-XVIII საუკუნეებში შექმნილი 17 ქართული ხელნაწერი წიგნი. უდიდესი ნაწილი ძველი აღთქმის მინიატურებისა XV-XVII საუკუნეებით დათარიღებული ფსალმუნების ილუსტრაციას ემსახურება. ამ გამოცემის ღირსებად გვესახება ავტორთა ჩანაფიქრი, ხაზი გაუსვან ქართული ხელნაწერი წიგნის, როგორც კოდექსის, ილუსტრირების პრინციპებს, შინაარსობრივი და მხატრულ დეკორატიული ასპექტების ერთიანობას.
გამოცემაში სრულიად არის თავმოყრილი და ქრონოლოგიური თვალსაზრისით განთავსებული კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ძველი აღთქმის სიუჟეტებისა თუ სახე-სიმბოლოების XI-XVIII საუკუნეებში შექმნილი ყველა გამოსახულება.