გამოცემები

სათაური: ძველი თბილისი-სამეცნიერო პოპულარული წიგნების სერია X

ავტორი: ჯაბა სამუშია 

მეათე წიგნის რედაქტორი: ლანა გრძელიშვილი

სერიის რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 156

ISBN: 978-9941-9637-5-9 (მეათე წიგნის)

აღწერა

სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიის მეათე გამოცემა ეთმობა ჯაბა სამუშიას მოკლე ისტორიულ ნარკვევს ძველი თბილისის შესახებ, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძველესი დასახლებების პერიოდიდან, ვიდრე XIX საუკუნემდე. ავტორი მიმოიხილავს ისტორიულ ფაქტებს და თანამედროვე მეცნიერთა არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომელთა წყალობითაც, დედაქალაქის წარსულმა რამდენიმე ათასწლეულით უკან გადაინაცვლა, საყოველთაოდ ცნობილ ლეგენდაში მოთხრობილთან შედარებით, რომლის თანახმადაც, თბილისის დაარსება V საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. წიგნში საკმაო ადგილი ეთმობა საუკუნეების განმავლობაში, ქალაქში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის აღწერას (როგორ იქმნებოდა ახალი უბნები და როგორ ითვისებდა მოსახლეობა ცარიელ ტერიტორიებს). ავტორი აღწერს ეთნიკურად ჭრელი ქალაქის მრავალფეროვან ყოფა-ცხოვრებას, მათი ჩაცმის სტილს, კვების კულტურასა და გართობის საშუალებებს. მოგვითხრობს პროფესიული ორგანიზაციების თანაარსებობისა და ამ ორგანიზაციების სტრუქტურის შესახებ. გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული, რაც მეტად თვალსაჩინოს ხდის მასში აღწერილ ფაქტებსა და მოვლენებს. ამასთან, ვიმედოვნებთ, თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის