გამოცემები

სათაური: “ხელნაწერი”, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო – პოპულარული წიგნების სერია I

ავტორი:

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2017

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 70

ISBN: 978-9941-9515-5-8

აღწერა

წინამდებარე წიგნი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული სერიის რიგით პირველი გამოცემაა. სერია შეიქმნა ქართული სასულიერო თუ საერო მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და სავსებით გასაგებია, რომ ამ სერიის პირველი წიგნი ეძღვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანძურს _ ხელნაწერ მემკვიდრეობას.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვ­ნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების თამარ დვალი­შვილის, მაია კარანაძის, ელენე მაჭავარიანის, მზია სურგულაძის მიერ მოკლედ, პოპულარული, ყველა ასაკის მკითხველისთვის გასაგები ენით მოთხრობილია ხელნაწერების შექმნის ისტორია _ სად, როგორ პირობებში, რით და რა მასალაზე იწერებოდა ხელნაწერი, როგორ იხატებოდა, იკინძებოდა და როგორ ისმებოდა ყდაში, რას ვაკეთებთ, რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ წინაპართა მიერ შექმნილი ეს უნიკალური საგანძური.