გამოცემები

სათაური: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი III სქელი ყდით

ავტორი: მზექალა შანიძე, ნარგიზა გოგუაძე, ზურაბ სარჯველაძე

რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე

გამოცემის თარიღი: 2014

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 394

ISBN: 99940-117-07 სიმფონია-ლექსიკონი, საერთო

ISBN: 978-9941-9356-0-2 სიმფონია-ლექსიკონი,III ნაკვეთი

აღწერა

„ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია-ლექსიკონი“ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის  მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი.

„სიმფონია-ლექსიკონი“ გამოდის ნაკვეთებად.