გამოცემები

სათაური: ქართული ხელოვნების ისტორიიდან

ავტორი:  შავლა ამირანაშვილი

რედაქტორი: ზაზა სხირტლაძე

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გვერდების რაოდენობა: 372

ISBN:  978-9941-13-880-5

აღწერა

შალვა ამირანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მრავალჯერ დაიწერა და მომავალშიც დაიწერება. იმედია, გამოიცემა სწავლულისა და საზოგადო მოღვაწის არქივში დაცული მასალებიც. ამჯერად, მისი დაბადების 120-ე წლისთავთან დაკავშირებით, გადაწყდა მისი ნარკვევების თავმოყრა და კრებულის სახით გამოქვეყნება. კრებულში გაერთიანებული ნარკვევები ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული. ამგვარი პრინციპი ნათლად წარმოაჩენს მკვლევარის მიერ განვლილ გზას, რომელიც მოიცავს დაახლოებით ხუთ ათწლეულს _ ფაქტობრივად შალვა ამირანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის სრულ პერიოდს, ამასთან ასახავს მის მრავალმხრივ ინტერესებს, მახვილ ხედვას და საკვლევისადმი მრავლისმომცველ მიდგომას. კრებულში შესულია როგორც მკვლევარის მიერ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული სტატიები, ისე ის ნარკვევები, რომლებიც გამოუცემელი დარჩა და ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შალვა ამირანაშვილის პირად არქივშია დაცული. ეს მისი ადრეული ნაშრომებია _ ისინი იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ბევრი რამ, ქართული ხელოვნების ისტორიულ გეზთან დაკავშირებული, ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი, გარკვეული და ერთიან სურათად ჩამოყალიბებული. ასეთ პირობებში ყურადღებას იქცევს სტუდენტის, ხოლო შემდეგ ახალგაზრდა სწავლულის მომცველი ხედვა, ისევე როგორც მრავალმხრივ საინტერესო დაკვირვებები და დასკვნები