გამოცემები

სათაური: ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ (მეორე შევსებული გამოცემა)

შემდგენელი: მაია კარანაძე,ვლადიმერ კეკელია, ლელა შათირიშვილი, ნესტან ჩხიკვაძე

რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე

გამოცემის თარიღი: 2023

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 406

ISBN: 978-9941-9811-6-6

აღწერა

წინამდებარე წიგნის პირველი გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგრანტო პროექტის – „ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ – ქართულ და ინგლისურენოვანი
მონოგრაფია“ (HE 15-008) ფარგლებში.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნესტან ჩხიკვაძე
პროექტის კოორდინატორი: ზურაბ სამარღანიშვილი
მონაწილეები: მაია კარანაძე, ვლადიმერ კეკელია, ლელა შათირიშვილი
პროექტი თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკას, გრაცის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს, ინდიანას უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკას, ბერლინის სახელმწიფო, გეტინგენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს, ბრიტანეთის ბიბლიოთეკას, ბირმინგემის, კემბრიჯის, ოქსფორდისა და პრინსტონის  უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკას, რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკას (პეტერბურგი), ასევე ქალბატონებს: ჯილიან ევისონს (ბოდლეს ბიბლიოთეკის აღმოსავლური სექციის ხელმძღვანელი), ოლგა ვასილევას (რუსეთის
ნაციონალური ბიბლიოთკის აღმოსავლურ ხელნაწერთა კოლექციის კურატორი) და მელინ ფელივანიანს (ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის აღმოსავლური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე).
ამ გამოცემის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება და გადაწერა ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ელექტრონული თუ მექანიკური, მათ შორის ფოტოპირის გადაღებითა თუ მაგნიტურ მოწყობილობაზე ჩაწერით, დაუშვებელია საავტორო უფლებების მფლობელისგან წინასწარი
წერილობითი ნებართვის გარეშე.
წიგნში გამოყენებული ფოტომასალის ამ გამოცემაში გამოქვეყნების უფლება შეთანხმებულია ქართული ხელნაწერი წიგნის მფლობელ საზღვარგარეთის სამეცნიერო-საბიბლიოთეკო ცენტრებთან. ყველა უფლება დაცულია.